მომსახურების პირობები

ზოგადი პირობები: ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით Veloria-ს წესებსა და პირობებს. ბრენდი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს ან განაახლოს საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

პროდუქტის სიზუსტე: Veloria-ს სამკაულები ხელნაკეთია, შესაბამისად, შესაძლოა იყოს მცირედი განსხვავება საიტზე განთავსებულ ფოტოებსა და რეალურ პროდუქტს შორის. ბუნებრივი ქვების ფერი და ფაქტურა უნიკალურია თითოეული ნივთისთვის.

ფასები და გადახდა: ყველა ფასი მოცემულია ლარში (GEL). Veloria იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფასები ნებისმიერ დროს. ჩვენ ვიღებთ გადახდებს საკრედიტო/სადებეტო ბარათებით საიტზე, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან ნივთის ჩაბარებისას (Cash on Delivery).

ინტელექტუალური საკუთრება: ამ ვებგვერდზე განთავსებული მთლიანი კონტენტი, მათ შორის დიზაინი, ფოტოგრაფია და ლოგოები, წარმოადგენს Veloria-ს ექსკლუზიურ საკუთრებას. მათი უნებართვო გამოყენება, რეპროდუქცია ან კოპირება მკაცრად აკრძალულია.